ე.წ. "საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის" გაუქმების შესახებ, ბიზნესმენები პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვენ
18-12-2015, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. "საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის" გაუქმების შესახებ იმსჯელეს.

 


ბიზნესმენები პარლამენტის მიერ მიღებულ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას მოითხოვენ.

 


შეხვედრას საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის და საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა განუცხადა, არაერთი არგუმენტია, რის გამოც ბიზნესმენები აღნიშნულ ცვლილებებს აპროტესტებენ.

 


"რამდენიმე არგუმენტია, რის გამოც ამ კანონპროექტის ძალაში მიღება შექმნის პრობლემას. პირველ რიგში, როდესაც ქონებაზე სრულდება საკუთრების რეალიზება, ეს ავტომატურად უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული ადამიანების პრაქტიკის გადახედვას, საფასო პოლიტიკის შეცვლას და ზოგადად, გაძვირებას იწვევს. საბანკო სექტორი, რომელიც აფინანსებს უძრავი ქონების ბაზარს, იხილავს ახალი რისკების შეფასების სისტემას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება საპროცენტო განაკვეთების ზრდაში, რადგან მომატებული რისკის პირობებში ავტომატურად შეიცვლება საპროცენტო განაკვეთები და რისკების შეფასების სისტემა. მესამე, ვფიქრობთ, ეს იურიდიული კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან კომერციული საოფისე ფართების გაქირავებით, შეცვლის გაქირავების სტანდარტებს და მომხმარებელს გაძვირებული პირობით შესთავაზებენ აღნიშნული ფართების ხელმეორედ გაქირავებას. ეს გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას, ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის პოტენციურად შემოსავლის ზრდას და გლობალურად ინვესტორების ქცევის შეცვლას. ეს ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, გარკვეულ დარგს, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ბაზარზე, არ მისცემს ზრდის საშუალებას, შექმნის პრობლემებს უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული კერძო და იურიდიული კომპანიების მიმართულებითაც. სწორედ ამ არგუმენტაციის გაჟღერება მოხდა დღევანდელ შეხვედრაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი შეგვპირდა, რომ დეტალურად შეისწავლის ჩვენს არგუმენტებს და ექნება მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტთან ამ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა ასლანიშვილმა.

 


საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას თქმით კი, თუ აღნიშნული კანონპროექტი მაინც იქცა კანონად, ბიზნესმენები მას შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 


"იმედს ვიტოვებთ, მივაღწევთ საბოლოო შედეგს, რომ ქვეყნის ეკონომიკას, საინვესტიციო გარემოს, საკრედიტო ურთიერთობებს არ მიადგეს ჩრდილი და პრობლემები, ვინაიდან ეს ცვლილებები გააუარესებს ყველა სფეროს და საინვესტიციო გარემოს, რაც ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანი და ცუდია. ვიმედოვნებთ, რომ ეს არგუმენტები გაზიარებული იქნება პრეზიდენტისგან. სახეზეა ფუნდამენტური პრინციპის საკუთრების უფლების ხელყოფა", - განაცხადა გვასალიამ.

 


რაც შეეხება თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეისწავლის.

 

 

კომენტარები: 1
#1   Nana Kadagishvili
      
ბიზნესსექტორს გონიერებისაკენ მოვუწოდებ,ეს კანონპროექტი მათ არ ეხებათ.ხალხის რისხვას ნუ დაიმსახურებენ.იფიქრონ ერზე,მის გადარჩენაზე,უსახლკაროთა იმ დიდ არმიაზე ქუჩას რომ არის შეტოვებული.არც მათ და არც მათ ბიზნესს საფრთხე არ ემუქრება.
22 დეკემბერი 2015 13:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი