უკრაინის განვითარების იდეალური მოდელი ზბიგნევ ბჟეზინსკის აზრით
25-02-2014, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში "ფინური ვარიანტი" სჭირდება ", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Financial Times ზბიგნევ ბჟეზინსკის სტატიას რუსეთ-უკრაინის შესახებ.

 


როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რამდენადაც უკრაინაში მატულობს ქაოსი და არსებობს რუსეთის ჩარევის საფრთხე, სულ უფრო ცხადი ხდება დასავლეთის პასუხისმგებლობა, რომ ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დარეგულირებას.

 


"რუსეთს შეუძლია უკრაინა მწვავე, დესტრუქციულ და საერთაშორისო მასშტაბით სახიფათო სამოქალაქო ომში ჩაითრიოს. ყირიმს და უკრაინის რამდენიმე სამრეწველო აღმოსავლეთ ნაწილს გამოყოფისკენ უბიძგოს", - წერს ზბიგნებ ბჟეზინსკი.

 


ამასთან, ამერიკელი პოლიტოლოგი დასავლეთს მოუწოდებს, აღკვეთოს უკრაინაში რეგიონული ძალადობა რუსეთის თანამონაწილეობით.

 

 

"აშშ-მ უნდა აუხსნას პუტინს, რომ ისარგებლებს საკუთარი გავლენით, რათა ნამდვილად დამოუკიდებელმა და ტერიტორიულად მთლიანმა უკრაინამ გაატაროს ფინეთის მსგავსი კურსი – ჰქონდეს ორმხივი, ურთიერპატივისცემაზე აგებული მეზობლობა, რუსეთთან და ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, არ მიიღოს მონაწილეობა სამხედრო ალიანსში, რომელსაც მოსკოვი მის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს და ამასთან, გააფართოვოს ევროპასთან ჩართულობა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ფინური მოდელი იდეალური მაგალითია უკრაინისთვის, ევროკავშირისა და რუსეთისთვის. თუმცა, პრივატულ საუბრებში ვაშინგტონმა უნდა განუმარტოს კრემლს, რომ კიევში განვითარებადი დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობა ან უკრაინისთვის ზოგიერთი ნაწილის გამოყოფა, რომ აღარაფერი ითქვას რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების შიდა კონფლიქტებში ღია ან ფარულ ჩარევაზე, აიძულებს ვაშინგტონს ისარგებლოს საკუთარი საერთაშორისო გავლენით, რათა გადადგას ნაბიჯები, რომელიც მოსკოვს ეკონომიკურად ძვირად დაუჯდება", - წერს ზბიგნევ ბჟეზინსკი.

 

 

ამასთან, ამერიკელი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ პირობებში ევროკავშირი უფრო მყარი პარტნიორი უნდა იყოს. მისივე თქმით, ევროკავშირმა უკრაინისთვის ანტიკრიზისული დახმარების პაკეტი უნდა შეიმუშავოს.

 

 

როგორც ზბიგნევ ბჟეზინსკი წერს, დარწმუნებულია, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან გახდება დემოკრატიული ევროპის ნაწილი. რუსეთი კი მოგვიანებით და არა ადრე, მიჰყვება მას, თუ არ მოახდენს თვითიზოლირებას და არ იქცევა იმპერიალიზმის ნახევრადინერტულ გადმონაშთად.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/271469-the-financial-times-ruseths-ukrainasthan-mimarthebashi-qfinuri-variantiq-stcirdeba.html 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი