"როიტერსი" - დასავლელი დიპლომატები: რუსეთი ასადის წასვლაზე წინააღმდეგობას არ გასწევს
18-12-2015, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა, მიუხედავად იმისა, რომ მას საჯაროდ ასადისადმი მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული და მისი ბედის სირიის ხალხის მიერ გადაწყვეტის მომხრეა,  დასავლეთის ლიდერებთან მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი არ გამოხატავს პროტესტს,  სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ბაშარ ალ-ასადმა თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.


დასავლეთის ქვეყნები, თურქეთი, საუდის არაბეთი და ასევე სხვები უხალისოდ დათანხმდნენ იმაზე, რომ ხელისუფლების გადაცემის გარდამავალ პერიოდში ასადი თანამდებობაზე დარჩეს, კომპრომისი, რომელმაც გახსნა კარები ცვლილებებისთვის რუსეთის სასარგებლოდ, აცხადებენ დასავლელი დიპლომატები.


"რასაც შენ იღებ, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ასადის წასვლით დასრულდება", განუცხადა "როიტერსს" დასავლელმა დიპლომატმა, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით და დაამატა, რომ ამაზე რუსები თანახმა არიან, თუმცა "ისინი ჯერ არ არიან მზად ეს საჯაროდ განაცხადონ".  


ამ დიპლომატის ნათქვამი, დასავლეთის რამდენიმე სხვა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა.


აშშ, რუსეთი ირანთან ერთად, საუდის არაბეთი, და ევროპული და არაბული სამყაროს უმეტესი ხელისუფლება, სირიის მთავრობასთან და ოპოზიციასთან ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდა საგზაო რუკის მიღების თაობაზე, რომელიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის, იანვარში ერთობლივი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესის დაწყებისა და 18 თვის განმავლობაში არჩევენების ჩატარების საწინდარი უნდა გახდეს.   


დღეს ნიუ იორკში გაეროს შტაბ-ბინაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა სახელმწიფოთა მინისტრები შეეცდებიან ახალ შეთანხმებას მიაღწიონ.


აშშ და ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ასადს არ შეეძლება არც ერთ შემდგომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც ამას ვენაში ორ წინა მინისტერიალზე მიღებული შეთანხმება ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი