დავით უსუფაშვილი: საქართველოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა, ახლა რუსეთის ჯერია მოხსნას ეჭვები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით
18-12-2015, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 


უსუფაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან მხოლოდ ვიზებთან დაკავშირებით საუბარი ბევრს არაფერს ნიშნავს.

 


,,არა მგონია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აღდგენა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ სანაცვლოდ რაიმე გააკეთა ან სანაცვლოდ რამეს გააკეთებს საქართველო. საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დიდი ხნის წინ შემოიღო. რუსეთის მხარეს იყო ეს საკითხი და ეს მათი გადასაწყვეტია. რაც მალე გადაწყვეტენ უკეთესია რუსეთისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის მხრიდან სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი. საქართველოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა. ახლა რუსეთის ჯერია მოხსნას ეჭვები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საქართველო არ აღიარებს რომელიმე რეგიონს რუსეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ასე, რომ ახლა რუსეთის ჯერია უარი თქვას იმ აქტებზე , რომლითაც მან აღიარა აფახაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ასე, რომ რუსეთი თუ დაადგება ამ სწორ გზას, კარგი იქნება. მაგრამ მხოლოდ ვიზებთან დაკავშირებით საუბრის დაწყება, რა თქმა უნდა ბევრს არაფერს ნიშნავს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი