EU: „ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველა იმ სფეროში, რომელიც VLAP - ის 4 ბლოკს მოიცავს, არის მტკიცე და ეფექტური"
18-12-2015, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს.
 
 
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. დოკუმენტში არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი, თუ როდიდან შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილება. აღნიშნულზე გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა მიიღონ.
 
 
„საქართველომ პროგრესის შესახებ მესამე ანგარიშში მითითებული რეკომენდაციები დამაკმაყოფილებლად შეასრულა. მიგრაციის მართვის სტანდარტი, მიჩნეულია, რომ მიღწეულია“,  ნათქვამია დოკუმენტში.
 
 
თავშესაფარის პოლიტიკის შეფასებისას დოკუმენტი მიუთითებს, რომ "თავშესაფრის სტანდარტი, მიჩნეულია, რომ ნაწილობრივ არის მიღწეული პროგრესის მესამე ანგარიშში და ხელშესახებ პროგრესს აქვს ადგილი ამ დროის განმავლობაში, რაც კომისიის რეკომენდაციებთან შესატყვისობაში მოდის".
 
 
დოკუმენტში მითითებულია, რომ საქართველომ რეფორმების ერთგულება დაამტკიცა.


„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა-ლიბერალიზაციაზე დიალოგმა დაამტკიცა, რომ ის არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ეფექტური იარაღი სასამართლოსა და საშინაო საქმეების სხვა სფეროებში შორს გამიზნული და რთული რეფორმების წინ წასაწევად და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშესაწყობად. საქართველომ VLAP - ის ფარგლებს მიღმა, განახორციელა სასამართლო სისტემისა და პროკურატურის რეფორმა.


„ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველა იმ სფეროში, რომელიც VLAP - ის 4 ბლოკს მოიცავს,  არის მტკიცე და ეფექტური. ის აჩვენებს ერთგულებასა და მუდმივ მცდელობას საქართველოს მთავრობისა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან, რომელთაც VLAP -ის სტანდარტების განხორციელება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტად დასახეს.
 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი