გიორგი კანდელაკი: ივანიშვილს უნდა, 2016 წლის არჩევნებზეც რაღაცნაირად გაძვრეს და ხელისუფლებაში დარჩეს
18-12-2015, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივანიშვილს უნდა, 2016 წლის არჩევნებზეც რაღაცნაირად გაძვრეს და ხელისუფლებაში დარჩეს, რათა გააგრძელოს ყველაფერი ის, რასაც ამ დროის განმავლობაში აკეთებდა  , - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში, "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები.


"უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტიდან კარგად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს კარგად ესმის, თუ რა განაჩენი გამოუტანა მათ გამწარებულმა ხალხმა. კარგად იციან, რომ მარცხი გარდაუვალია. საარჩევნო ოლქების ჭრა-კერვით, სხვადასხვა რაიონების ხელოვნური მიერთებითა და დაშორებით, ივანიშვილს უნდა, 2016 წლის არჩევნებზეც რაღაცნაირად გაძვრეს და ხელისუფლებაში დარჩეს, რათა გააგრძელოს ყველაფერი ის, რასაც ამ დროის განმავლობაში აკეთებდა - ზღვარგადასული კორუფცია, ნეპოტიზმი, ბიუროკრატიაზე ბიუჯეტის ხარჯვა. ამ ყველაფრის გასაგრძელებლადაა ეს სამარცხვინო კანონპროექტი შემოტანილი. თუმცა გარწმუნებთ, რომ როგორი სისტემაც არ უნდა შეთხზათ, არაფერი "ქართულ ოცნებას" არ ეშველება - მას განაჩენი ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა და ეს ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, მომდევნო წელს გაფორმდება", - განაცხადა სესიაზე გიორგი კანდელაკმა.


პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას - ცალკეული ოლქების გაერთიანებას და ცალკეული ოლქების დაყოფას გულისხმობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი