უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი ევროკომისიის დასკვნას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ბერძენიშვილი იმ ნაბიჯებს განმარტავს, რაც ევროკომისიის დღევანდელი დასკვნის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილებამდე უნდა გადაიდგას.
„ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შემდგომში დაახლოებით ასე უნდა წარიმართოს:
1. 18 დეკემბერი: დასკვნა
2. რამდენიმე დღეში: ოფიციალური შეთავაზება
3. ორ-სამ თვეში: კენჭისყრა კომიტეტში
4. სამთვენახევარში: კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე
5. ოთხ თვეში: ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება 539/2001 რეგულიაციაში ცვლილებაზე
6. ოთხნახევარ თვეში: რეგულაციის ცვლილების ხელმოწერა ევროპარლამენტის ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ
7. ოთხ თვესა და სამ კვირაში: ხელმოწერილი ტექსტის გამოქვეყნება
8. მაქსიმუმ ხუთნახევარ თვეში: ძალაში შესვლა, პირველი ქართველი მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევა შენგენის რომელიმე ქვეყანაში“, - წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.