იანოშ ჰერმანი - შემდეგი წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ქვეყნებში
18-12-2015, 08:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისიის მიერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა პრესკონფერენცია გამართა.

 


“ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მისიის შესრულებაში. ევროპული კომისია თვლის, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მისაღწევი სტანდარტის მოთხოვნას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გეგმითაა გაწერილი. პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში იმ ყველა მიმართულებით, რომელიც მოცემულია სამოქმედო გეგმაში, გახლდათ მყარი და ეფექტური, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან უწყვეტი ძალისხმევის ნათელი გამოხატულება იყო. მე ვთვლი, რომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის მისაღწევი სტანდარტების დაკმაყოფილება დღესდღეობით საქართველოში ეროვნული პრიორიტეტი გახლავთ. ნება მომეცით განვაცხადო, რომ ეს გახლავთ უდიდესი მიღწევა, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიტანა, აღნიშნული წარმატება კი ნამდვილად სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. შემდეგი წლის დასაწყისში, საქართველო ჩაერთვება იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებიც გათავისუფლებული იქნებიან ვიზა-საჭიროებისაგან შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების დროს - 90 დღის განმავლობაში. საქართველოს მომზადება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ეფექტური“- აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი