საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
18-12-2015, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმა განახორციელა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

 


"სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) თანახმად, ჯამში მიღებულია 65-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, 80-მდე კანონქვემდებარე აქტი, 9 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირებულ იქნა 7 საერთაშორისო კონვენცია; მოდერნიზებულია მიგრაციის მართვის პოლიტიკა და გატარდა მთელი რიგი სისტემური რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით; მიღებულია ახალი რეგულაციები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის საფუძველზე, ისევე როგორც კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ, მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, მიგრაციის სტრატეგია 2016-2017 წლებისთვის და მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემა;

 

 

ამასთან, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ქმედითი მექანიზმის შექმნის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა აღმოჩენაზე, დაკავებასა და ქვეყნიდან გაძევებაზე. ასევე, შეიქმნა სრულიად ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმი – სასაზღვრო მიგრაციის მართვისა და მოხსენებების სისტემა. პროგრამის გამართული ოპერირებისათვის განახლდა სასაზღვრო გამტარი პუნქტების შესაბამისი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენდა კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა დროებითი განთავსების ცენტრი; მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის, არალეგალური მიგრაციის აღკვეთისა და თავშესაფრის საკითხებზე;
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავშესაფრის პოლიტიკის სფეროში არსებული მექანიზმების დახვეწის მიზნით. შეიქმნა დამატებითი სტრუქტურული ერთეულები, დაიხვეწა პროცედურები, შემუშავდა მოულოდნელი ნაკადების მართვის სტრატეგია და განისაზღვრა დამატებითი გარანტიები თავშესაფრის მაძიებელთათვის (მაგ: უფასო იურიდიული დახმარება); გატარდა ღონისძიებები ტრეფიკინგის სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს სრულყოფის მიზნით, კერძოდ ინსტიტუციების გაძლიერების, სერვისების გაუმჯობესების, პროაქტიური გამოძიების მეთოდებისა და მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის სისტემის დახვეწის მიმართულებით;

 

 

შეიქმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების უფლებამოსილებით. ILO-ს ექსპერტებმა გადაამზადეს 25 ინსპექტორი და განხორციელდა 100 ინსპექტირება სახელმწიფო და კერძო კომპანიებში;

 

 

მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პროკურატურის რეფორმა. საკანონმდებლო ცვლილებებით, პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შემოღებულია დამატებითი გარანტიები;

 

 

არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შემუშავდა და მიღებულია საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი, რომლის საფუძველზეც იქმნება ეფექტური, გამჭვირვალე და პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული საჯარო სამსახური; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემატური მონიტორინგის მექანიზმი; განისაზღვრა პირდაპირი (გამარტივებული) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დამატებითი კრიტერიუმები;

 

 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა და ეფექტურად ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, რომლის მანდატი ვრცელდება საჯარო (სამართალდამცავი სტრუქტურების ჩათვლით) და კერძო სექტორებზე;

 

 

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გამკაცრდა სანქციები საზღვარზე ნაღდი ფულის გადატანასთან დაკავშირებით და შემუშავებულ იქნა დეკლარაციის ახალი ფორმა;
საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გაიმიჯნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისთვის. ნარკოტიკების ფლობისთვის სანქციები შემსუბუქდა, ხოლო გასაღებისთვის კვლავ მკაცრი ზომებია გათვალისწინებული;

 

 

საქართველო განაგრძობს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის ეფექტურ იმპლემენტაციას. სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტმა დღემდე 117 საქმე განიხილა. ამასთან, სახალხო დამცველის მანდატის შემდგომი გაფართოების მიზნით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები.

 

 

გარდა ამისა, წარმატებით მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია, რასაც მონიტორინგს უწევს უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

 

 

სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შემუშავდა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგია 2015-2020 წლებისთვის, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა", _ ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი