ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება 18 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე მიიღეს.
სანქციები რუსი ჩინოვნიკებისა და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე ფინანსურ, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში სასანქციო შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ 2016 წლის ივნისამდე გახანგრძლივდა.
დოკუმენტი ძალაში შედის მომავალი კვირის ორშაბათიდან იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი გადაწყვეტილებას არ შეიცვლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.