საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით დასკვნას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ ნაბიჯით დამტკიცდა, რომ ევროპას საქართველო სანდო პარტნიორად მიაჩნია.
„უამრავი საკანონმდებლო რეფორმა, ინსტიტუციონალური რეფორმები ჩატარდა. შექმნილია ახალი სისტემები. საქართველოს როგორც იმიგრაციის, ასევე ემიგრაციის ინსტიტუციონალური საკანონმდებლო სისტემები არის აბსოლუტურად მობილიზებული. ამასთან, სამართლებრივ სფეროში ჩატარდა უამრავი რეფორმა, მიგრაციის კუთხით გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველაფერ ამის შედეგად საქართველო მიჩნეულ იქნა სანდო პარტნიორად ევროპისთვის, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გზა თავისუფალი გადაადგილებისთვის შენგენის ზონაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილმა უვიზო მიმოსვლის უკვე რეალურად განხორციელების პროცედურებზეც ისაუბრა.
"მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს უკვე საერთო-საკანონმდებლო ცვლილებას, ნებისმიერი მოქალაქე საქართველოსი შეძლებს ევროკავშირში გამგზავრებას, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას, ეს იქნება ჩვეულებრივი ტურისტული ვიზიტი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის მუშაობის უფლება ევროკავშირში და არავითარი დამატებითი კონტროლი და დამატებითი დოკუმენტის აღება ამისთვის საჭირო არ იქნება. ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების სისტემა იმიგრაციისა, როგორც საქართველოში, მათ შორის, ისე ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის მომენტში ბაზებში მოწმდება ყველა მოქალაქე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დამატებითი დოკუმენტი დასჭირდებათ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.