გაეროს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად მიიღო რეზოლუცია სირიის შესახებ, რომელიც სამშვიდობო პროცესის განმტკიცებას შეეხება. საბჭოს 15-მა წევრმა მიაღწია იშვიათ შეთანხმებას ნიუ იორკში პარასკევს გამართულ სესიაზე.
რეზოლუცია სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის იანვრის დასაწყისში მოლაპარაკებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ისევე როგორც იწონებს ცეცხლის შეწყვეტას სამოქალაქო დაპირისპირების არენად ქცეულ სირიაში. თუმცა უთანხმოება ისევ რჩება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის ძალაუფლებაში დარჩენის შესახებ.
უკვე მე-5 წელი იწყება, რაც სირიაში ომი გრძელდება, რომელმაც გაეროს მონაცემებით, 250 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.