დიდხანს ნანატრი და დამსახურებული ამბავი - საქართველოს ევროკომისიის დასკვნას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ
19-12-2015, 00:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ანგარიშს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი მიღწეულ წარმატებას საქართველოს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ულოცავენ.

 


"საქართველოსთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ევროკომისიის მიერ დადებითი ნაბიჯია. წაახალისეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ ეს გადაწყვეტილება აღასრულონ", - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.

 


ევროკომისიის დადებით ანგარიშს ულოცავს საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. "რეფორმებს მოაქვს ნამდვილი სიკეთე თქვენი მოქალაქებიისთვის!", - აცხადებს ევროკომისარი.
"დიდხანს ნანატრი და დამსახურებული ამბავი", - ასე აფასებს ევროკომისიის დადებით ანგარიშს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.

 


ევროკომისიის დადებით ანგარიშს მიესალმება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი. "ევროკავშირმა გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს", - წერს ედგარს რინკევიჩსი.
დადებით ანგარიშთან დაკავშირებით ევროკომისია "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ამ ფორმით იუწყება - "საქართველო აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი