ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იმედოვნებს, რომ საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმი 2016 წლის პირველ ნახევარში დაწესდება. ამის შესახებ ლიტვის მედია წერს.
"მისასალმებელია, რომ უკრაინისა და საქართველოს მიერ რეფორმების მიღწევამ სათანადო შეფასება მიიღო. ევროკავშირი გამოხატავს ერთიან მხარდაჭერას აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც უფრო მჭიდრო ინტეგრაციის გზა აირჩიეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მომავალი წლის პირველ ნახევარში დაწესდება", - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.