იძლევა თუ არა უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში დასაქმებისა და სწავლის უფლებას? - "დოიჩე ველე" წესებს განმარტავს
19-12-2015, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გავლენიანი გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" ევროკომისიის დადებით ანგარიშს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე, ვრცელ სტატიას უძღვნის.
"რას ნიშნავს პრაქტიკაში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირის ვიზების გაუქმება?" - სტატია ამ სათაურით გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.



"საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ვიზა არ დასჭირდებათ მგზავრობისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა. უვიზო რეჟიმი ვრცელდება ასევე ევროკავშირის არაწევრ ისლანდიაზე, ლიხტენშტეინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე.
აუცილებელია, ბიომეტრული პასპორტის ქონაა. საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე ყოფნა, ნახევარი წლის განმავლობაში, არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში შეულიათ. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) შეყვანა და ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვა.



შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთისას, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პრაქტიკულად ყველა ის დოკუმენტი, რომელიც, როგორც წესი, ვიზის ასაღებადაა საჭირო. შეიძლება ბიომეტრული პასპორტიც იყოს საკმარისი, მაგრამ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გთხოვოთ დაადასტუროთ მგზავრობის მიზანი და პირობები, ასევე, დაამტკიცოთ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნისთვის და უკან დაბრუნებისთვის საკმარისი თანხა გაქვთ.
კერძოდ, გადახდისუნარიანობის დასამატკიცებლად შეიძლება დაგჭირდეთ საგზაო ჩეკების წარდგენა, დაამტკიცოთ სასტუმროს დაჯავშნა, წარადგინოთ ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათზე თანხაც კი. მოთხოვნადი თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ჩადიხართ და რამდენი ხნით.

 

 

უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების უფლებას არ იძლევა. მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელი ნებართვის აღებაა საჭირო. უფრო მეტიც, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში დასაქმების მიზნით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ვიზა მაინც დასჭირდებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუშაობას 3 თვეზე მეტს არ აპირებენ.
რაც შეეხება სწავლას, თუ საუბარია 90 დღემდე ხანმოკლე კურსებზე, ამ შემთხვევაში ვიზის გაფორმება და სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის. თუმცა, თუ სწავლის ვადა 3 თვეს აღემატება, გარკვეული დოკუმენტები მაინც გახდება საჭირო. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ მიმართავთ იმ ქვეყნის საელჩოსა თუ საკონსულოს, სადაც სწავლას აპირებთ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში წესები განსხვავებულია. 

 


იმ შემთხვევაში, თუ ნათესავების ან ახლობლების სანახავად ჩადიხართ, თან უნდა იქონიოთ მოწვევა და ამ ადამიანის მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ მგზავრობის მიზანი საქმიან ან სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობაა, სასურველი იქნება თან იქონიოთ შესაბამისი მოწვევა. ხოლო თუ მოქალაქე სასწავლებლად ჩადის - დამამტკიცებელი საბუთი სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ.
მგზავრობის სამედიცინო დაზღვევა აუცილებელი არ არის, მაგრამ მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების საკონსულოები მოლდოვაში ურჩევენ მოლდოველებს, დოკუმენტი მაინც გააფორმონ. ეს ეხება უკან დასაბრუნებელ ბილეთსაც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მგზავრობისთვის ბევრი დოკუმენტი დასჭირდებათ, მათ აღარ მოუწევთ, ვიზებისთვის საკონსულოებს მიმართონ, გადაიხადონ თანხა და გაფორმებას დაელოდონ", - წერს "დოიჩე ველე".

 


გამოცემის ინფორმაციით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი სავარაუდოდ, 2016 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე გაუქმდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი