ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"შეთანხმებას" 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.
"ჩვენ გვეძლევა საშუალება, რუსეთის ფედერაციის დახმარებით ჩვენი სამშობლო ეფექტურად დავიცვათ", - განაცხადა დეპუტატმა გიორგი აღრბამ.
როგორც ცნობილია, ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც იგეგმება.
რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ დოკუმენტს 26 ნოემბერს მოაწერეს ხელი. დაჯგუფების შექმნა "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმებითაა გათვალისწინებული, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
დე-ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დაურ არშბას განცხადებით, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების უპირველესი ამოცანა "ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.