რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შს მინისტრისა და ოდესის გუბერნატორის დაპირისპირებას "ტრაგიკომედია" უწოდა. სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, რომ ამის შესახებ პუტინმა რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა. ჟურნალისტმა ფილმის ფრაგმენტები სოციალური ქსელით გაავრცელა.
"ის, რომ რუსულ ენაზე ჩხუბობენ - კარგია. კიდევ კარგი, რომ ქართული ან ოსური არაა, მაგრამ ეს ხომ სასაცილოა, ეს ნამდვილი ტრაგიკომედიაა", - განაცხადა პუტინმა.
არსენ ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება 14 დეკემბერს, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა. დაპირისპირების დროს, უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს წყალი შეასხა. ინციდენტის შემდეგ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორს სასამართლოში უჩივლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.