მკვლელობა ზუგდიდში - ყაჩაღებმა 60 წლის მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი-2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყაჩაღებმა ტაქსის მძღოლი, ქალაქ ზუგდიდიდან სოფელ ნარაზენში წაიყვანეს. მოგვიანებით, მისთვის ფულისა და მანქანის წართმევა სცადეს, მამაკაცის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მას თავში ქვა ჩაარტყეს და მოკლეს.
როგორც ირკვევა, თავდამსხმელებმა მამაკაცი გაძარცვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილი ეკალ-ბარდებში დამალეს.
ახლობლებმა ცხედარი თითქმის 24 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გარდაცვლილი ზუგდიდის მაცხოვრებელი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.