საქართვლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში და მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.
მოლდოვაში საქართველოს ელჩი მერაბ ანთაძე იქნება, ხოლო საუდის არაბეთში - გიორგი ჯანჯღავა.
მერაბ ანთაძე 2009 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 2 იანვრამდე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო "დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამში," მოლდოვის რესპუბლიკაში კი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას, 1 მარტიდან შეუდგება.
რაც შეეხება გიორგი ჯანჯღავას, იგი 2013 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებს ირლანდიაში, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობას კი, მიმდინარე წლის 3 აპრილიდან დაიწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.