რუსეთი სირიაში საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებს - აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის წარმატებაზე ისაუბრა.
პუტინის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვი მზად არის, დამატებითი რესურსი გამოიყენოს სირიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.