თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთთა მუშათა პარტიის განადგურების მნიშვნელობაზე, სტამბულში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ერდოღანის თქმით, აღნიშნული დაჯგუფებები ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
თურქი სამართალდამცველები სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში უკვე რამდენიმე კვირაა მასშტაბურ სპეცოპერაციებს ატარებენ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ. ბოლო 4 დღის განმავლობაში, მათ 69 მებრძოლი მოკლეს. შეტაკებას თურქეთის უშიშროების ძალების 2 თანამშრომელიც ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა.
თურქეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში კომენდანტის საათი დააწესა. ანტიტერორისტულ ოპერაციაში, რომელიც შირნაკის პროვინციაში მიმდინარეობს, 10 000-მდე სამხედრო და სამართალდამცველი მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.