ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 680 გრივნის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს. "უნიანის" ცნობით, გუბერნატორი სახელმწიფო აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნისა და სააღსრულებლო დოკუმენტის იგნორირებისთვის დაჯარიმდა.
საქმე ეხება ოდესის მოქალაქის საჩივარს, რომელიც გასულ წელს იმდროინდელ გუბერნატორთან იგორ პალიცასთან შეხვედრას მოითხოვდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. ამის გამო 2015 წლის ივნისში საჩივარი შეიტანა. სასამართლომ გუბერნატორს აღნიშნულ მოქალაქესთან შეხვედრა დაავალა.
სააგენტოს ცნობით, იმ დროისთვის სააკაშვილის გუნდმა, რომელიც უკვე ხელმძღვანელობდა ოდესის ოლქს, სააპელაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ 22 ოქტომბერს კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
მოაქალაქემ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად აღმასრულებლებს მიმართა. თუ სააკაშვილი მას კვლავ არ აღასრულებს, ორმაგი ჯარიმის გადახდა დაეკისრება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძვრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.