ასეულობით მაშველი ძებნის ოპერაციას ატარებს მას შემდეგ, რაც მეწყერმა ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ შენზენში 33 შენობას გადაუარა. BBC -ს ცნობით, ამ დროისათვის 7 ადამიანია ამოყვანილი ქვა-ღორღიდან და მათ მხოლოდ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ, მაგრამ 91 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულადაა მიჩნეული. ინდუსტრიული პარკიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 900 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
შენზენი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი და მთავარი ინდუსტრიული ცენტრია. ის სამხრეთის პროვინცია გუანგდონში,ჰონ კონგის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს.
მეწყერმა უზარმაზარი ტერიტორია, 615 600 კვ.მ 10 მეტრამდე სიმაღლის ტალახით დაფარა. სახელმწიფო სააგენტო "ქსინჰუას" ცნობით. მეწყერმა ბუნებრივი აირის მილსადენის აფეთქება გამოიწვია. ამჟამად 400 მეტრის სიგრძის დაზიანებული გაზსადენის აღდგენა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.