საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას დღეს მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის განვითარება, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები,
დეპოლიტიზებული სამართალდამცავი სტრუქტურები, კონკურენტული ბიზნესგარემო, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, გაუმჯობესებული საარჩევნო და შრომის კანონმდებლობა - ეს იმ მიღწევების ნაწილია, რომლებზეც მთავრობის მეთაური დეტალურად ისაუბრებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანგარიშს 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში წარადგენს. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.