დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს თბილისის აეროპორტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
21-12-2015, 00:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიევიდან დაბრუნებულ უმცირესობის დეპუტატს ლევან ბეჟაშვილს აეროპორტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულ ინფორმაციას "რუთავი 2"-ი ავრცელებს. როგორც ტელეკომპნაია იუწყება გვიან ღამით, მგზავრთა გამოსასვლელთან ბეჟაშვილს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა.


სამართალდამცველებმა ინციდენტის ორი მონაწილე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.


ბეჟაშვილი აეროპორტიდან ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.


"მოხდა ფიზიკური თავდასხმა, შეხლა-შემოხლა. პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა ხდება, რაც წახალისებულია ხელისუფლებისგან. არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ეს ფაქტი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე ქუთაისში ბიჭების დაკავება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი