"სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ" - ამ სათაურით გაზეთი "კვირის პალიტრა" უკრაინის შს მინისტრთან, არსენ ავაკოვთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. "ვწუხვარ, რომ საზოგადოებას ამ ვიდეოს ყურებამ მოუწია. თუ ვიღაც შეურაცხყოფას მაყენებს, პასუხს მაშინვე ვცემ" - აცხადებს უკრაინის შს მინისტრი ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინული პოლიტიკა რეალურად უფრო ბინძურია და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში ახალგაზრდა, ნაკლებად ემოციური ადამიანები მოვლენ. ავაკოვი ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ ოდესის გუბერნატორი რუსულ კომპანიასთან კავშირში დაადანაშაულა, თუმცა, სააკაშვილმა მას არ მოუსმინა.
"სააკაშვილს ასეთი მეთოდი აქვს - ვინც შეეხება, ყველა ქურდად უნდა გამოაცხადოს. ავიწყდება, რომ კორუფციაზე ბრალდების გაჟღერებას მტკიცებულებები სჭირდება. ის კარგად მალავს ფაქტებს და რეალური სახის შენიღბვასაც ახერხებს. სააკაშვილმა ოდესის პროკურატურაში თავისი გუნდის წევრი საყვარელიძე დანიშნა, პოლიციასაც მისი თანაგუნდელი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, მაგრამ რომელი კორუფციონერი დაიჭირეს ოდესაში? სააკაშვილის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა.
ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილს შევხვდი. მეგობრულად ვისაუბრეთ რეფორმებსა და სხვა საკითხებზე, რომელსაც არ გავასაჯაროებ. ისიც კი მითხრა, კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო. იცით, ადეკვატურ მინისტრად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ვხვდები, რომ უკრაინაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მეტ-ნაკლებად შემიძლია. თუ ცალი ხელით შიდა მტრებსა და ინტრიგებს უნდა ვებრძოლო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მეორე ხელით სისტემის ცვლილებას ვახერხებ. როგორც კი მივხვდები, ეს არ გამომდის, თანამდებობაზე დარჩენის მოტივაციაც აღარ მექნება. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილს მშვიდად ვუთხარი: ბატონო მიხეილ, მომიტანეს ქაღალდები, სადაც რუსულ კომპანიასთან თქვენი კავშირები იკვეთება, გადაღებულია შეხვედრებიც-მეთქი, მაგრამ წინადადების დასრულების შესაძლებლობა არ მომცა. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება - ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს" - აცხადებს ავაკოვი.
ჟურნალისტის კითხვაზე "სააკაშვილის წინააღმდეგ მართლა შეიტანა თუ არა სასამართლოში სარჩელი", ავაკოვი პასუხობს, რომ სარჩელი შეიტანა და იაცენიუკიც ანალოგიურად მოქცევას აპირებს.
"სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ. ხელისუფლებაში მსგავსი დაპირისპირება სახელმწიფოს ვნებს, მაგრამ პოპულიზმი, რის უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს, ბევრად სახიფათოა. ჩვენ ვალდებული ვართ კრიტიკა მოვისმინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება თანამდებობიდან გაგვათავისუფლებს და უკეთეს კადრს აირჩევს, მაგრამ როდესაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი პირი დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს სერიოზული პრობლემაა" - აღნიშნავს უკრაინის შს მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.