“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი მისაღებია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.
კვლევის თანახმად იკვეთება ტენდენცია, რომ სხვადახსვა პარტიების მხარდამჭერებს შორის ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა მაღალია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
NDI-გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.