ვიცე-პრემიერი კალაძე საოკუპაციო ზოლში მავთულხლართების გაბმის ფაქტს გამოეხმაურა
25-02-2014, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის განახლების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართული მხარე კვლავაც კონსტრუქციული მიდგომების მომხრედ რჩება მთავრობის სურვილია"დიალოგის რეჟიმში მოხდეს სიტუაციის დარეგულირება".

 

 

"ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტრუქციულები ვართ და გვინდა დიალოგის რეჟიმში მოხდეს სიტუაციის დარეგულირება, ისიც ვთქვით, რომ ადვილი არ იქნება პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება და ფაქტი სახეზე გვაქვს. ვფიქრობ, რომ მათ ქმედებებს ჩვენი ურთიერთობები უფროდაუფრო ჩიხში შეჰყავს. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, მათ შორის ოლიმპიადაზე გამგზავრება და ეს ღირსეული ნაბიჯი იყო, რადგან ყველას დავანახეთ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შესახვედრად მარტის დასაწყისში გაემგზავრება და ამ შეხვედრაზე კალაძის ინფორმაციით, მავთულხლართების გაბმის პროცესთან დაკავშირებითაც იქნება საუბარი.

 


"ჩვენი მხრიდან დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელს მივაწვდით ინფორმაციას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი