მარინა კალიურანდი: საქართველო ევროპის კავშირთან მეტი სიახლოვის, მეტი ინტეგრაციის გზას ადგას, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება
21-12-2015, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაც არის, პოლიტიკური ნებაც და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე ივლიან, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდიმ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა.

 


ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა პირობას აკმაყოფილებს და ამის შესახებ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში შეიტყვეს.

 


"საქართველო ამას იმსახურებს. ისინი იგრძნობენ ევროპის ნამდვილ სიახლოვეს და რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ისინი ევროპის სრულ მხარდაჭერასაც იგრძნობენ. ერებს უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, გადაწყვიტონ, თუ რომელ ორგანიზაციებში გაწევრიანდნენ და ვიდრე საქართველო ევროპის კავშირთან მეტი სიახლოვის, მეტი ინტეგრაციის გზას ადგას, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება... მხარს ვუჭერთ საქართველოს, მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარს ვუჭერთ მოლდოვას და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს და ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია სურს. ვიდრე ისინი ამ გზაზე დგანან, ჩვენც მათთან ერთად ვიქნებით. ვიდგებით მათ გვერდზე, როგორც ევროკავშირის წევრები და როგორც ნატო-ს წევრები" - აღნიშნა მარინა კალიურანდიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, რომელიც შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის დროს ჩაიწერა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი