NDI: გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ "რუსთავი-2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა პოლიტიკურად მოტივირებულია
21-12-2015, 01:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

NDI-ის კვლევის თანახმად, 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ "რუსთავი-2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა, უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებულია და მედიის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება.

 

 

გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 14%-ის პოზიცია გაურკვეველია. კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა.

 


რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ "რუსთავი-2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის უმთავრესად მოტივირებული კერძო მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების და ემსახურება კანონიერი მფლობელის დადგენას, აღნიშნულ მოსაზრებას 36% ეთანხმება; 34% აცხადებს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება; 15%-ს კი ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, ხოლო 15%-მა არ იცის. აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპოდენტების 15% ორივე მოსაზრებას ეთანხმება - იმას, რომ "რუსთავი-2"-ის საქმე უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებულია და ასევე იმას, რომ ეს საქმე უმთავრესად მოტივირებულია კერძო მხარეთა შორის დაპირისპირებით.

 


NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი