NDI-ს გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობისას ფრთხილი პოლიტიკა უნდა გამოიყენოს.
აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 7%. კითხვაზე პასუხი კი არ იცის 3%-მა.
NDI-ს გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1 881 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.