NDI: გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად რუსეთთან ურთიერთობას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გაუმკლავდება
21-12-2015, 02:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად რუსეთთან ურთიერთობას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გაუმკლავდება.

 


ამავე კვლევის თანახმად, 24% აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას არც ერთი პარტია გაუმკლავდება; 6% კითხვაზე პასუხად "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 6% - "თავისუფალ დემოკრატებს", ხოლო 12% - "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას".

 


კითხვაზე, ვინ გაუმკალვდება ყველაზე ცუდად რუსეთთან ურთიერთობას, 41% აცხადებს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის; 27% აცხადებს, რომ ყველაზე ცუდად რუსეთთან ურთიერთობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაუმკლავდება; 8% - "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 1% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს", 2% - "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას".

 


რაც შეეხება ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის გამკლავებას, კითხვაზე, "თქვენი აზრით, ყველაზე კარგად რომელი პოლიტიკური პარტია გაუმკლავდება ევროკავშირთან ურთიერთობას?", - პასუხები ასე გამოიყურება: ყველაზე კარგად გაუმკლავდება - 17% - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 19% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 11% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები"; 2% - "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა".

 


კითხვაზე, "თქვენი აზრით, ყველაზე ცუდად რომელი პოლიტიკური პარტია გაუმკლავდება ევროკავშირთან ურთიერთობას?", - პასუხები ასე გადანაწილდა: 14% - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 8% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 0% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები"; 3% - "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"; ხოლო 50%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის; 9% კი აცხადებს, რომ - არც ერთი პარტია.

 


რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი პარტია გაუმკლავდება ყველაზე კარგად ნატო-სთან ურთიერთობას, პასუხები ასე გამოიყურება: 16% აცხადებს, რომ ნატო-სთან ურთიერთობას ყველაზე კარგად "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გაუმკლავდება, 20% - "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს; 11% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები"; 1% - "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"; 32%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 12% ასახელებს, რომ არც ერთი პარტია.

 


რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი პარტია გაუმკლავდება ყველაზე ცუდად ნატო-სთან ურთიერთობას - 51%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. გამოკითხულთა 14% "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ასახელებს; 7% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"; 0% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს"; 4% - "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო 9% აცხადებს რომ არც ერთი პარტია.

 


NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი