სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.
"ყოველთვის იქ იყო ეროვნული გვარდია, სადაც სამშობლო ეძახდა. ყოველთვის იქ იყვნენ გვარდიელები, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. დღესაც ავღანეთში დგანან ქართველი გვარდიელები. დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ქართული ჯარის ფუნდამენტი დგას ეროვნულ გვარდიაზე.
ყველაზე მთავარი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, როდესაც ჯარში მიდის არის მაგალითები, რომლის გამოც მიდიან ჯარში. არის ის გმირობის გაკვეთილები, რომლის მაგვარიც თავად უნდათ რომ შექმნან. არიან ადამიანები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც უნდათ, რომ ემსგავსებოდნენ. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ასეთი გმირობის მაგალითები ყველაზე უფრო მეტად ეროვნული გვარდიის მიერ არის შექმნილი", - განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა ეროვნულ გვარდიას 13 ივნისს გაწეული გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი. ეს იყო არა მხოლოდ 13 ივნისს, არამედ სხვა შემთხვევებშიც", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ეროვნულ გვარდიაში დღეს 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.