NDI-ის გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელს ეთანხმებით ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება; 15% ფიქრობს, რომ საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული; 17% მიიჩნევს, რომ საქართველო შეიძლება მომავალში გახდეს დემოკრატიული, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება; გამოკითხულთა 5% კი ფიქრობს, რომ საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება დემოკრატიული. მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია და აღარ საჭიროებს გაუმჯობესებას.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.