NDI: ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების კი 4%-ით შემცირდა
21-12-2015, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

NDI-ს კვლევის მიხედვით, ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 4%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 11%-ით გაიზარდა.


კვლევის მიხედვით, თუ 2015 წლის აგვისტოში გამოკითხულთა 28% აცხადებდა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ, 2015 წლის ნოემბერში მათი რიცხვი 4%-ით შემცირდა და 24% შეადგინა.


ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოში, გამოკითხულთა 47% ფიქრობდა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუმცა 2015 წლის ნოემბერში ეს რიცხვი 11%-ით გაიზარდა და 58% გახდა.


NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი