უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია "უდარის" თავმჯდომარე, ვიტალი კლიჩკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, - აღნიშნულ ინფორმაციას AFP ავრცელებს.
"კენჭს ვიყრი უკრაინის პრეზიდენტად, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინამ სრულად უნდა შეცვალოს თამაშის წესები; უნდა დამყარდეს სამართლიანობა. ზუსტად ვიცი, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ რადაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენო არჩევნები 25 მაისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.