"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ყველაზე კარგად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაუმკლავდება.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო ახლო ურთიერთობა სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. 19 % აცხადებს, რომ ეკონომიკისთვის სასარგებლო არ იქნება, ხოლო 17 % მიიჩნევს, რომ ამერიკასთან უფრო ახლო ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკისთვის სასარგებლო არ იქნება.
კითხვაზე, თქვენი აზრით, ყველაზე კარგად, რომელი პოლიტიკური პარტია გაუმკლავდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", 22% აცხადებს, რომ – "ნაციონალური მოძრაობა", 8% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" და 1 % აცხადებს, რომ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა".
NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.