ირაკლი ღარიბაშვილი: "ქართულმა ოცნებამ" დაასრულა ავტორიტარული მმართველობა საქართველოში - ამ მანდატით მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში
21-12-2015, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სამწლიანი მუშაობის შედეგებს აცნობს საზოგადოებას. ღონისძიება ამ წუთებში საკრებულოში მიმდინარეობს. ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარული მმართველობა დაასრულა საქართველოში.

 


„სამი წელი გავიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა არჩევნებში და მოვიდა ხელისუფლებაში. მოდი, ერთად გადავხედოთ, თუ რა გაკეთდა ამ სამი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ავტორიტარული მმართველობა, ავირჩიეთ განვითარების არსებითად ახალი გეზი, თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა, კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, მშვიოდობის, ადამიანის უფლებათა დსაცულობის, ყველასთვის თანასწორი ქვეყნის შენება. ანუ ისეთი საქართველო, რომელიც ხორცსშეასხამდა ჩვენი წინაპრების მისწრაფებას - ვყოფილიყავით ერთიანი, ძლიერი განვითარებული ქვეყანა, მსოფლიო ქვეყანათა შორის თვითმყოფადი და გამორჩეული წევრი. აი, ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს. დღეს, ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა - ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენს წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 


პრემიერის მიერ სამწლიანი მუშაობის შედეგების წარდგენას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი