საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სამწლიანი მუშაობის შედეგებს აცნობს საზოგადოებას. ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს საკრებულოში.
„შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია, ადამიანები გათავისუფლდნენ შიშისგან, დეპოლიტიზირებულია პოლიცია, შექმნილია უმთავრესი წინაპირობა ბიზნესის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის. ბიზნესს აღარ აშანტაჟებენ ჩვენს ქვეყანაში, არ მოითხოვენ მისგან პოლიტიკურ ლოალობას, უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, ხელისუფლების ჩაურევლობა მედიაში, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, საარჩევნო თვითმმართველობით, შრომის კოდექსით მომზადდა საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ციკლი, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაციას ქვეყანაში. ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რადგან ქვეყნის წინსვლა სწორედ მათ გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. ამასთან, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ თავად ინსტიტუტები ძლიერია, თუკი მას მართავენ ძლიერი ლიდერები, პროფესიონალი ადამიანები. ამ სამი წლის განმავლობაში, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებიანი მთავრობა გავხადეთ. გავზარდეთ საბიუჯეტო სისტემის გამჭვირველობა“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის მიერ სამწლიანი მუშაობის შედეგების წარდგენას საკრებულოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.