როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რომელიც 11 მილიონი ლარი ჯდება, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას "საუკუნის პროექტი" უწოდა.
"გზა არხოტისკენ საბჭოთა პერიოდშიც არ არსებობდა. აქამდე გადაადგილება იქ ფეხით, ცხენით ან ვერტმფრენით იყო შესაძლებელი. და ამის გამო სოფელი არხოტი ნელ-ნელა დაიცალა და ამ დროისთვის საზღვრისპირა სოფელში მხოლოდ 3 ოჯახი ცხოვრობს. 2017 წლიდან, გზის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელს ათობით ოჯახი დაუბრუნდება. ჩვენ უკვე დაგვიკავშირდა არაერთი ოჯახი, რომელთაც გამოთქვეს სურვილი არხოტში დაბრუნების", აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მთავრობა საზღვრისპირა რეგიონების გაძლიერებაზე მუშაობს.
"გვაქვს იდეა, რომელიც ისრაელის გამოცდილებიდან გვსურს გადმოვიღოთ და განვახორციელოთ, ეს არის ე.წ. "მოშავის იდეა", რაც გულისხმობს საზღვრისპირა რეგიონებში ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, მომავლის სოფლის აშენებას. ამ იდეაზე ვმუშაობთ, ჩვენი სურვილი არის რომ ვეტერანების, მათ შორის დევნილი ვეტერანების ოჯახებს შევთავაზოთ ამ რაიონებში დასახლება და მათთვის განსაკუთრებული პირობების მიცემა", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.