რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის წარმომადგენელმა დსთ-ს საკითხებში, ლეონიდ სლუცკიმ ყირიმში ვიზიტისას განცხადა, რომ რუსეთი უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას მხარს დაუჭერს.
უკრაინული პრესა ვარაუდობს, რომ ყირიმში შესაძლოა მასობრივად დაიწყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა, რაც გამოიწვევს რუსეთის მოქალაქეების რაოდენობრივ უპირატესობას ყირიმის ავტონომიაში. სიმფეროპოლელმა ჟურნალისტმა ოლეგ კრიუჩკოვმა ფეისბუქით გაავრცელა, რომ სიმფეროპოლის აეროპორტში რუსეთი განმარტივებული პროცედურებით იწყებს პასპორტების გაცემას. სამშაბათს დილით კი ლეონიდ სლუცკიმ "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს.
"საკითხი ფრთხილად განსახილველია. ის მოითხოვს განსაკუთრებულ შესწავლას და ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან სპეციალური გადაწყვეტილებების მიღებას ", – განაცხადა დეპუტატმა.
მიუხედავად ამისა, პარტია "ЛДПР"-მა, რომლის წევრიცაა ლეონიდ სლუცკი, მოამზადა სახელმწიფო სათათბიროში განსახილველი შესაბამისი კანონპროექტი. უკრაინულმა საინფორმაციო პორტალმა “lb.ua”-მ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც სააკაშვილი ასევე აფრთხილებს უკრაინას, რომ ყირიმში შესაძლოა, სიტუაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სცენარის მიხედვით განვითარდეს, როდესაც რუსეთი არაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობაზე მოქალაქეობის დამადასტურებელ რუსულ პასპორტებს გასცემდა, რითიც ხელს უწყობდა სეპარატისტულ პროცესებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.