ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ რევოლუციური ცვლილებები განვახორციელეთ ციხეებში
21-12-2015, 05:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას პრემიერ მინისტრმა პენიტენციალურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ციხე აღარ არის ადამიანის ღირსების გათელვის ადგილი და მსჯავრდებულებეის მიმართ ადამიანურ დამოკიდებულებას აქვს ადგილი.



"ჩვენ რევოლუციური ცვლილებები განვახორციელეთ ციხეებში, მთელ პენიტენციალურ სისტემაში. მოგეხსენებათ, რომ ციხე აღარ არის ადამიანის ღირსების გათელვის ადგილი. ჩვენ დავამკვიდრეთ, რა თქმა უნდა წესრიგი ციხეებში, მაგრამ იქ არის ადამიანური დამოკიდებულება. ჩვენი მთავარი პრინციპი, და მე ეს ადრე არაერთხელ მითქვამს, არის სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ეს არის ის მთავარი პრინციპები, რომელიც უნდა შეასრულოს და დაიცვას სამართლიანმა ხელისუფლებამ. ჩვენ დავიწყეთ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, გავაუმჯობესეთ მათი უფლებრივი მდგომარეობა და პირობები. ავამოქმედეთ სრულიად ახალი ტიპის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, დავნერგეთ არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის მოხდის ახალი ფორმა - შინაპატიმრობა ელქრტრონული მონიტორინგის საშუალებით, ასევე ჩენ ვახორციელებთ C ჰეპატიტის პროგრამას მსჯავრდებულებისთვის. 500 მსჯავრდებულიდან 90% სრულიად განიკურნა", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი