საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამწლიანი ანგარიშის წარდგენას ენმ-ის ლიდერი, გიორგი ბარამიძე ეხმაურება. ბარამიძის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტიის ლიდერის თქმით, პრემიერი კონცენტრირებული უნდა იყოს იმ რეალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყანას და საზოგადოებას აქვს.
"ყველამ კარგად ვიცით, რომ ლარის კურსი ახლა ბევრად უფრო მძიმედაა გაუფასურებული, ვიდრე მაშინ, როცა საქართველოს რუსეთთან კონფლიქტი ჰქონდა, რეალურად გაიზარდა უმუშევრობა, ფასებმა მოიმატა და ზოგადად ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ამას კვლევებიც ადასტურებს. ვფიქრობ თავმომწონებისა და ტრაბახის ნაცვლად, პრემიერი კონცენტრირებული უნდა იყოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პრობლემების დაძლევაზე" - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.