"პარლამენტის წევრებთან დამოკიდებულებაში გახშირდა მოვლენები, რომელიც თუ ძალიან სწრაფად და მაღალი სტანდარტით არ აღიკვეთა, მაშინ ცოტა ცუდ ვითარებას მივიღებთ" - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე ლევან ბეჟაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური და სიტყიერი შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა.
"მინდა ყველა თქვენგანის საერთო წუხილს შევეხმიანო და აღვნიშნო ის, რომ გუშინ საღამოს ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ ინციდენტს, პარლამენტის წევრ ლევან ბეჟაშვილის მიმართ. თბილისის აეროპორტში მოქალაქის მხრიდან იყო ფიზიკური შეურაცხყოფის გარკვეული მცდელობა. ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგა დაზიანებული არ არის, მაგრამ არის დაზარალებული. მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან. ვიცი, რომ მიმდინარეობს სათანადო ღონისძიებები და სათანადო ზომები. თავად ლევან ბეჟაშვილის ჯანმართელობა საფრთხეში არ არის, მაგრამ ამ ტიპის დარღვევები და ინციდენტები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე უნდა იყოს დაგმობილი და აღკვეთილი, არა იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები და მოვლენები ვართ, სხვისი დარტყმა და სხვისი ცემა შეიძლება და ჩვენი არა, არამედ იმიტომ, რომ როცა ხელი თუ მოქნეული ფეხი პარლამენტის ერთი წევრის წინააღმდეგ არის მიმართული, ეს ნიშნავს ამის ათასობით ადამიანის წინააღმდეგ გაკეთებას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამ ტიპის მოვლენების მიმართ შევძლოთ და ვიყოთ პარლამენტი, როგორც პარლამენტში და არა ეს ფრაქცია, ის ფრაქცია, ვინ რას იმსახურებს ცხოვრებაში... ამ ტიპის ტექსტები ისმის ხოლმე.
ეს პირველ რიგში, კარგი არ იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საკითხებისადმი დამოკიდებულებას სხვაგვარად გამოხატავენ. ყველამ კარგად გავიაზროთ, რომ ის დღეა მნიშვნელოვანი, როცა ყუთში ბიულეტენს ვაგდებთ ჩვენც და სხვებიც და მას შემდეგ როგორებიც ვართ და რანაირებიც ვართ, უნდა მოგვითმინოს და აგვიტანოს საზოგადობამ, ყველა პარტიის წარმომადგენელმა. მკაფიო და მკაცრი სტანდარტის არქონა ჩვენს საუბრებში და რიტირიკაში, შესაძლოა ვინმეს უქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ მერე რა მოხდა – გადაიხდის ჯარიმას, ან არ გადაიხდის ჯარიმას, ან იჯდება ერთი თვე და მერე რა მოხდა - მერე გამოვა. მოკლედ, ემოციები გამოვხატოთ ვერბალურად და ისიც კორექტულ ფორმებში" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.