ირაკლი ღარიბაშვილი: 2016 წელს მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 70-80 პროცენტით გაიზრდება
21-12-2015, 07:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დედაქალაქის საკრებულოში მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარადგენისას მასწავლებლის ხელფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი საბაზისო ხელფასი 65 პროცენტით არის გაზრდილი და მომავალ წელს 80 პროცენტით გაიზრდება.


„2012 წლიდან მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 65 პროცენტით გაიზარდა. 2016 წელს 70-80 პროცენტი იქნება. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამ შრომის შესაფერისი ანაზღაურება არ გვაქვს ქვეყანაში, რათა სათანადოდ დავაფასოთ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი და მათი აღზრდა ვანდეთ“,- განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროს შემდეგ განათლების სფეროში სახელმწიფომ ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.


„განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 3 წლის განმავლობაში 55 პროცენტით გაიზარდა. 82 პროცენტით გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევის დაფინანსება. 3-ჯერ გაიზარდა სამეცნიერო კვლევების დაფინანსება. ორნახევარჯერ გაიზარდა მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასები. 24 მილიონით დაფინანსდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურის და კვლევითი ბაზის განახლება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერმა სასკოლო წიგნებისა და ავტობუსების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ნახევარი მილიონი მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებით სარგებლობს.


„1150-ზე მეტ მოსწავლეს, დღეს ავტობუსი ემსახურება მაშინ, როცა წლების წინ ისინი ფეხით გადიოდნენ კილომეტრებს, რათა სკოლაში მისულივნენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი