ავღანეთში თავდასხმის შედეგად 6 უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა და 3 დაშავდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ნატო-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მოტოციკლით თავი ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ბაგრამის ბაზასთან მაშინ აიფეთქა, როცა ტერიტორიის პატრულირებას ავღანეთისა და საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალები ერთობლივად ახორციელებდნენ.
დაღუპულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან.
როგორც ტელეკომპანია "ენბისი" იტყობინება, პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის რადიკალურმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.
კიდევ ერთი თავდასხმა ქაბულში განხორციელდა, რა დროსაც აშშ-ის მოქალაქეები დაიღუპნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ავღანეთში აშშ-ის საელჩომ დაადასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.