ეკა ბესელია დავით უსუფაშვილს: არ მეგონა, ამ განცხადებას თუ გააკეთებდით
21-12-2015, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას ეკა ბესელიას უკმაყოფილება მოჰყვა.

 

 

"არ მეგონა, ამ განცხადებას თუ გააკეთებდით. კარგია, რომ ეს განცხადება გაკეთდა. ძალიან პრინციპულად მიმაჩნია, რომ პარლამენტს მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეს, როცა ასეთი ფაქტები ხდება და იმედი მაქვს, რომ ასეთ ფაქტებს ხშირად ადგილი არ ექნება, მაგრამ თუ ექნება, პოზიცია უნდა იყოს თანმიმდევრული და პრინციპული, იმის მიუხედავად, თუ ვის ეხება ეს. ველოდები, რომ პარლამენტს ასეთი პოზიცია ექნება, როცა ინსტიტუციურად ხდება შეტევა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, ისეთი ტიპის შეურაცხყოფები და ცილისწამებები ხდება, რაც ბოლო პერიოდში ისმის. არ არის აუცილებელი, ვინმეს თავში მოხვდეს და ფიზიკურად დაზარალდეს. შესაძლოა სიტყვას გაცილებით მეტი მძიმე შედეგი მოჰყვეს. ასეთივე პრინციპული და თანმიმდევრული პოზიცია უნდა გვქონდეს, როცა ნებისმიერი ჯგუფის მხრიდან - ოპონენტი იქნება თუ თანამოაზრე, როცა პარლამენტის მიერ მიღებული კოლექტიური გადაწყვეტილებების შემდეგ, დაუშვებელი და ამაზრზენი შეტევა ხდება, რომლის მოწმეებიც ბოლო პერიოდში ვართ. თქვენგანაც ველოდები, რომ ასეთი პრინციპული პოზიცია იქნება ყოველთვის", - მიმართა ბესელიამ დავით უსუფაშვილს.

 


დავით უსუფაშვილმა ბესელიას განუმარტა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყველას მიმართავს, პატივი სცეს პარლამენტს როგორც ინსტიტუტს.

 


"თუკი დავიწყებთ ასე ფენებად დაყოფას - ვის მიმართ რაიმე შეიძლება და ვის მიმართ არა, ძალიან ცუდ რაიმეს მივიღებთ. ასეთი შედეგები ამ ქვეყანაში ყოფილა. დიახ, პრინციპული დამოკიდებულებაა საჭირო და აუცილებელი. თუკი რომელიმე თქვენგანს პირადად ჩემთან რაიმე სათქმელი გაქვთ, რომ რაიმე ფორმით უპრინციპო პოზიცია დავიკავე, ძალიან გთხოვთ, ეს ცოტა უკეთ განმიმარტეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა ბესელიას საპასუხოდ.

 


ბესელიამ კი დააფიქსირა, რომ პრინციპული პოზიცია უნდა ფიქსირდებოდეს ყოველთვის და არ არის აუცილებელი, ვინმეს თავში მოხვდეს რაიმე.

 


"ქალბატონო ეკა! ახლა გასაგებია. თქვენ გვიწუნებთ არა უპრინციპობას, არამედ მეტი პრინციპულობისკენ მოგვიწოდებთ. ძალიან კარგი. ქალბატონმა ეკამაც და ყველამ მოწოდება მივიღოთ იმისთვის, რომ ვიყოთ პრინციპულები და ერთიანი სტანდარტი გვქონდეს ყველა ჩვენგანისადმი და როცა ვინმეს რაიმე გვეტკინება, პრინციპულობა მაშინ არ გაგვახსენდეს", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი