საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა პარლამენტს წარუდგინეს "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარი წესით ასარჩევი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალსიწინებს.
პროექტის მიხედვით, მაჟორიტარულ ოლქში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი მისცემს ხმას. მოქმედი კანონით კი, მაჟორიტართა არჩევის ბარიერი 30%-ს შეადგენს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.