რაც არ უნდა სცადონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
"არსებით ფორმატად საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური საკითხების განსახილველად რჩება ჟენევის მოლაპარაკებები. ასევე გრძელდება დიალოგი საქართველოსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის, ე.წ. პრაღის ფორმატი. მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში, ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული წინსვლა და თანამშრომლობა. მზად ვართ, გავაგრძელოთ პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და რუსეთისგან ასევე ველით ანალოგიურ მიდგომას. ჩვენი ხელისუფლება დაუღალავად ვადგავართ კონფლიქტების და ამ პრობლემების მოგვარების მშვიდობიან, არაძალადობრივ კურსს. ჩვენ გვსურს გავატაროთ მშვიდობისმოყვარე, კეთილმეზობლური პოლიტიკა. ხალხთა შორის უშუალო დიალოგს, თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.