3-წლიანი ანგარიშის წარდგენისას პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისებისა, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა დაფიქსირდა.
"გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო წლებში არაერთი რთული ეკონომიკური ამოცანის წინაშე დავდექით. მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკურმა კრიზისებმა ეკონომიკურ ზრდაზე, ექსპორტზე, ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ამ პრობლემების მიუხედავად, 2014 წელს ჩვენ გვქონდა მშპ-ს 4.8%-იანი, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში - 2.8%-იანი ზრდა", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებისა და წახალისების მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა ბოლო სამ წელიწადში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტენდენცია. მისივე შეფასებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია 2014 წლის მაჩვენებელი, რომელიც 2007 წლის შემდეგ რეკორდული იყო და პირდაპირმა ინვესტიციებმა შეადგინა მილიარდ 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
"იმას, რომ სწორ გზას ვადგავართ და რეფორმებს საჭირო მიმართულებით ვახორციელებთ, ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგებიც. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები რეიტინგებში გაუმჯობესდა. მათ შორის, Heritage Foundation-ის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის" ბოლო შეფასებით, საქართველომ მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 22-ე პოზიცია დაიკავა "უმეტესად თავისუფალი" ქვეყნის სტატუსით, ხოლო ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის საქართველო მე-11 ადგილზე დაწინაურდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მის მიერ ნახსენები ციფრების უკან ეკონომიკის განვითარებისკენ მიმართული არაერთი პროექტი დგას. "მსურს გამოვყო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც შევქმენით ბიზნესის მხარდასაჭერად. ასევე შევქმენით კონკურენციის სააგენტო. ყველაფერი ეს არის ქართული ინდუსტრიისა და წარმოების ხელშეწყობა, რომლის გარეშეც ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა. ხალხისთვის ამას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. დღეის მდგომარეობით ამ პროგრამას უკვე 130-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. ჯამში ეს შეადგენს 345 მილიონი ლარის ინვესტიციას. მინდა აღვნიშნო იაფი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებში დაფინანსებულია 139 ახალი საწარმო, გაძლიერდა და გაძლიერებულია 665 საწარმო. მინდა წარმატების ერთი ისტორია გაგაცნოთ. დღეს ჩვენთან არის ექიმი გივი ნინიძე გურიის სოფელ ვაკიჯვრიდან. 2013 წელს მან შეღავათიანი სესხი აიღო და შექმნა საწარმო. მან გადაწყვიტა აეღორძინებინა ოჯახური ტრადიცია - მეფუტკრეობა. სახელმწიფოს დახმარებით, 30 000 დოლარის ინვესტიციით მან ბიზნესი დაიწყო. ბატონი გივის ისტორია მხოლოდ ერთი მაგალითია მრავალთა შორის. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის ხერხემალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.